ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, რუსი ჟურნალისტები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ.
ჯერ უცნობია, რა ვითარებაში მოკლეს ჟურნალისტები.
როგორც BBC წერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ერთ-ერთი მოკლულის, ორხან ჯემალის ცოლს დაუკავშირდა, რომელმაც თავისი მეუღლე ფოტოზე ამოიცნო.
ზახაროვას თქმით, ცხედრების იდენტიფიცირების პროცესი 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდება. მისი თქმით, მოკლული ჟურნალისტების ცხედრებს სამშობლოში მაქსიმალურად მოკლე დროში გადაასვენებენ.