-
+
31 ივლისი. 2018. 23:54
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით “TV პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩემი აზრით, ეს არის კატასტროფა და ქვეყნის ისეთივე დამღუპველი გადაწყვეტილება ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, როგორც ეს პარლამენტის მხრიდან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება იყო. რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა მე ძნელად თუ გავიხსენებ ასეთ მავნებლური, ცინიკურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას", - განაცხადა ლევან ვასაძემ.