„გია უდესიანისთვის ბესო ხარძიანი პირველი მსხვერპლი არ არის", - ამის შესახებ ჟურნალისტმა ირაკლი კორძაიამ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უდესიანი პირველად თბილისის საკრებულოში მომხდარი ინციდენტის დროს ზონდერებთან ერთად გამოჩნდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის" წევრები გაუსწორდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
„მაშინ გახდა ცნობილი, რომ „ნაცმოს" ჰყავდა ერთ-ერთი სადამსჯელო ბრიგადა, რომელსაც უდესიანი ხელმძღვანელობდა. ბესო ხარძიანის საქმეში უდესიანი იყო მთავარი მოქმედი პირი!", - განაცხადა კორძაიამ.