logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძე: ცრემლები წამომივიდა, როდესაც გავიგე, რომ მეუფე შიოს ჯვარი ერგო წილად
- +

1 აგვისტო. 2018. 00:54

 

„შეუძლებელია, სერიოზულად გავაკეთო კომენტარი იმაზე, რომ „რუსთავი 2“ იცავს პატრიარქს და თურმე მე მას ვთხოვ გადადგომას“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ „ტვ პირველის" გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა.

 

„მე როგორც მრევლს, არავითარი უფლება არ მაქვს და არც სურვილი, რომელიმე მღვდელმთავარზე, რა გვარისაც არ უნდა იყოს ის, ცუდის თქმისა. შეუძლებელია, სერიოზულად გავაკეთო კომენტარი იმაზე, რომ „რუსთავი 2“ იცავს პატრიარქს და თურმე მე მას ვთხოვ გადადგომას. ეს ჩვენი ერის და ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების პოსტმოდერნისტული სურეალისტური დეგრადაციის უკიდურესი ხარისხია.

 

მეუფე შიო ჩემთვის უახლოესი ადამიანია. გიორგობას ეკლესიაში ვიყავით კიკეთში და როდესაც გავიგე, რომ მას ჯვარი ერგო წილად ცრემლები წამომივიდა და ძალიან განვიცადე. მიმაჩნია, რომ უწმინდესის ეს გადაწყვეტილება უმძიმესი ჯვარია მეუფე შიოსათვის და უმძიმესი პასუხისმგებლობა. უფალს ვთხოვ, რომ ღირსეულად ატარებინოს მას ეს ჯვარი. ღმერთმა 100 წელი გვიმყოფოს პატრიარქი პატრიარქის ხარისხში. ამაზე დიდი ადამიანი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ლევან ვასაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner