logo_geo
eng_logo
დეკანოზი ანდრია: საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ გასაუქმებელია!
- +

1 აგვისტო. 2018. 04:08

 

პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს თანაშემწის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ დეკანოზმა ანდრიამ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შეფასებისას, ტელეკომპანია “იმედთან” ისაუბრა.

 

„მოსალოდნელი იყო მსგავსი ნაბიჯები. ჩვენ უარესსაც ველოდებით. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ერის ღალატი. იმ სტატისტიკური მონაცემებით, რა ცნობიერებაც არსებობს ნარკოტიკებთან, ნარკოტიკების ზიანთან დაკავშრებით ჩვენს ახალგაზრდებში, ასეთი დაშვება, ასეთი გაიოლება ამ საკითხისა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს.

 

არ შეიძლება, ოთხი კაცი, რომლებიც არიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც სრულიად გაუგებარ გადაწყვეტილებებს იღებენ, ოთხი მილიონი ერის ნებას უგულვებელჰყოფდნენ და თავისი გაუგებარი ლოგიკით ღებულობდნენ სრულიად დამღუპველ გადაწყვეტილებებს. საერთოს გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო. ეს იქნება რეკომენდაცია ალბათ”, – თქვა მეუფე შიოს თანაშემწემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner