logo_geo
eng_logo
მოსამართლე ბადრი შონია: მამუკა ახვლედიანი არ იმსახურებს, რომ გვერდში დავუდგეთ!
- +

23 თებერვალი. 2016. 21:57


"ჩვენმა ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაიმსახურა ის, რომ ჩვენ მის გვერდით ვყოფილიყავით",- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძე მოსამართლეებთან შეხვედრა გამართეს.  


მოსამართლე შონიას თქმით, სასამართლოში მენეჯერული პრობლემები იყო. როგორც შონიამ აღნიშნა, ახვლედიანი მუდმივად მივლინებაში იყო და არასწორად ანაწილებდა საქმეებს.


"მე ისე დამაწერა საქმე, რომ შვებულებაში ვიყავი",- განაცხადა შონიამ.


შეგახსენებთ, გუშინ, 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედინს უფლებამოსილება შეუწყდა.


ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე მოსამართლეებს ხვდებიან.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner