„იქს ფაქტორის" კონკურსანტმა გიორგი ჭიალაშვილმა შესასრულა კოპოზიტორ ნატო გელაშვილის სიმღერა „მე მზეს ვატან შენთვის ნაქარგ ყვავილებს".
ჟიურის ოთხივე წევრი სიმღერის ბოლოს ფეხზე წამოდგა და საკმაოდ დადებითი შეფასება მისცა კონკურსანტს.
„შენ მოახერხე, ჩვენთვის უცნობი სიმღერით თავი მოგეწონებინა"- უთხრა სოფო ნიჟარაძემ კონკურსანტს.
მომღერალი ეკა კვალიაშვილი ამ ფაქტს გამოეხმაურა:
„ეს სიმღერა ძალიან ცნობილია ლაშა ღლონტის შესრულებით და თითქმის მთელი ქალაქი იცნობს. ჟიური, ეს ელემენტარულია, ერთი ქართული, გემრიელი სიმღერა გაჟღერდა და არც გაგიგონიათ, უხერხულია. არა უშავს, ახლა უკვე გეცოდინებათ. ძალიან კარგია, გემრიელია, ქართული სიმღერა უტკბილესია, დამეთანხმეთ"- წერს ეკა კვალიაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე.