logo_geo
eng_logo
„გალტ ენდ თაგარტმა“ საპენსიო კალკულატორი შექმნა
- +

1 აგვისტო. 2018. 10:43

„გალტ ენდ თაგარტმა“ საპენსიო კალკულატორი შექმნა. მთავრობის ახალი, საპენსიო დაგროვებითი სქემის მიხედვით „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ შემუშავებული  კალკულატორი დაინტერესებულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვრონ სავარაუდო პენსია. კონკრეტულად, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა კალკულატორის გამოყენებით გამოთვალოს რა თანხა დაუგროვდება მას კონკრეტულ, დაგროვებით პერიოდში. ამისათვის, მსურველი უნდა შევიდეს „გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდზე და სპეციალური კალკულატორის საშუალებით, დაგროვებითი პენსიის მონაწილის ასაკის, მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასის ოდენობისა და პენსიის განკარგვის პერიოდის (წლები) მითითებით შეუძლია ნახოს თუ რა სავარაუდო თანხა დაუგროვდება მას საპენსიო ანგარიშზე  კონკრეტულ დროში.

 

 

„გალტ ენდ თაგარტის“ ვებგვერდზე დაინტერესებულ პირებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ ხდება დაგროვებითი პენსიის გამოანგარიშება წლიური დარიცხული ხელფასის (24 000 ლარამდე წლიური შემოსავლის, 24 000 ლარიდან-60 000 ლარამდე წლიური შემოსავლის, ან იმ შემთხვევაში თუკი დაგროვებითი პენსიის მონაწილის წლიური შემოსავალი 60 000 ლარს აღემატება) მიხედვით.

 

 

გალტ ენდ თაგარტისგუნდის მიერ კალკულატორის შექმნის მიზანი იყო, სქემის მონაწილეებს მისცემოდათ შესაძლებლობა, დაეთვალათ მათი საორიენტაციო პენსიის ოდენობა. აღნიშნული კალკულატორი ითვალისწინებს დაგროვებითი საპენსიო კანონის თითქმის ყველა ნიუანსს. ამასთან, დამატებითი დაშვებები შემუშავებული იქნა ჩვენი ექსპერტების მიერ, მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. უნდა აღინიშნოს, რომგალტ ენდ თაგარტიარის ერთადერთი საინვესტიციო ბანკი ქვეყანაში, რომელსაც უკვე აქვს კერძო საპენსიო ფონდის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. იმედი გვაქვს, ეს რეფორმა ქვეყანაში წარმატებით დაინერგება 2019 წლიდან დაგალტ ენდ თაგარტსმიეცემა შესაძლებლობა ჩაერთოს საპენსიო აქტივების გარკვეული ნაწილის მართვის პროცესში“,-  განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ ენდ თაგარტის“  მმართველმა დირექტორმა.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.gt.ge

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner