ცოტა ხნის წინ საქართველოში ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩამოიტანეს, რასაც რუსეთი მკაცრი განცხადებებით გამოეხმაურა. ამ საკითთან დაკავშირებით „კვირის პალიტრას" საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესაუბრა.
„ჩვენ ხშირად გვესმის საქართველოსთან დაკავშირებული რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა თუ სხვა ოფიციალური პირების განცხადებები. როგორც წესი, მსგავსი განცხადებები კეთდება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯებისა თუ სხვადასხვა ფორუმის ან მნიშვნელოვანი შეხვედრების დღის წესრიგიდან გამომდინარე. საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან მდგომარეობის დეესკალაციას, თუმცა ურთიერთობების სრული ნორმალიზება ვერ მოხერხდება, თუ რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა ჯანელიძემ.
რაც შეეხება ტექნიკის ჩამოტანას, ჯანელიძის თქმით, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერ სახის სწავლება.