რას ელის საქართველო NATO-ს ვარშავის სამიტზე 2016 წელს - ამ თემაზე „კვირის პალიტრას" საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესაუბრა:
„2016 წლის NATO-ს ვარშავის სამიტზე საქართველო ალიანსისგან ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებასა და პრაქტიკულ თანამშრომლობაში პროგრესს ელის. როგორც ცნობილია ვარშავის სამიტზე აქცენტი გაკეთდება ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაზე, კოლექტიური თავდაცვის პრინციპის ერთგულებასა და ალიანსის აღმოსავლეთის განმტკიცებაზე. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა საქართველოს", - განაცხადა მინისტრმა.