-
+
1 აგვისტო. 2018. 22:38
საქართველოში მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობს. აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს:
„მე მგონი ხუმრობენ, ბოროტი ხუმრობაა ეს, მეტი არაფერი. ჩვენ გვყავს ნიჭიერი, განათლებული ახალგაზრდობა, მაგრამ ეს ის ხალხი არ არის მარიხუანით კარგი დღე რომ დაადგება. ეს არის მოდაში და რაც მოდაშია, იმის აღმოფხვრა რთულია. საშინლად ინანებს ამ გადაწყვეტილებას მთელი ქვეყანა. ჩემ შვილს რა ვუთხრა, ბიჭო, კარგია მარიხუანა, მოსწევ და გამოქლიავდები-მეთქი?
ევროპისგან კარგი გადმოვიღოთ, რაღა ცუდს მივადექით, ძალიან შეწუხებული ვარ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ პირდაპირ ლაპარაკი მიყვარს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ თუ იყო ფხიზლად, ნეტავ?!" - განაცხადა ჯემალ ჭკუასელმა.
წყარო :