ნაგოია ბაშოს მეექვსე დღეს მიღებული ტრამვის შემდეგ ტოჩინოშინი პირველად გამოჩნდა სავარჯიშო დარბაზში, - იუწყება იაპონური Nikansports. მათი ცნობით, ლევანი აცხადებს, რომ დატვირთვისას ჯერ კიდევ გრძნობს ტკივილს, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი უმჯობესდება.
შეგახსენებთ, რო ნაგოია ბაშოს მე-6 დღეს ლევანმა ტრავმა მიიღო - ცერსა და მომდევნო თითს შორის დამაკავშირებელი მყესი გაუწყდა და ბაშოს გამოეთიშა. საპატიო მიზეზის მიუხედავად, მას დარჩენილ შეხვედრებში წაგება ჩაეთვალა, უარყოფითი ბალანსი (5:10) ანუ მაკე-კოში დაუფიქსირდა და სექტემბრის ბაშოს სულ მცირე მინიმალური კაჩე-კოშით (დადებითი ბალანსით შეჯიბრების დასრულების აღსანიშნავი ტერმინი) დასრულება ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება ოძეკის წოდება დაკარგოს.