ლექტორი ზაზა სიამაშვილი საზოგადოებას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვეის დღეს, 9 მაისს ულოცავს:
„ღიმილის ბიჭები" ტიტრებით გადის... ვაი თქვენს პატრონს... მძიმედაა ერი... „ბედნიერი ერი"... არრის მქონე, არრის მცოდნე ერი...
„ღიმილის ბიჭები" და „ჯარისკაცის მამა"... ვისაც დღესაც ამ ფილმებზე კაცური ცრემლი არ მოგდით, სალამიც არ მომცეთ... არ გაქვთ არც სული, არც გული... არ ვიცი მერამდენედ ვუყურებ, მაგრამ ცრემლი თან მდევს...
გილოცავთ 9 მაისს... ვინც ამ თარიღს რაღაც კიდევ სხვა ელფერს აძლევს, ეგ კიდევ ცალკე უბედურებაა..."- აღნიშნავს სიამაშვილი.