logo_geo
eng_logo
ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
- +

2 აგვისტო. 2018. 10:36

 

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა.

 

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დანელიას ქუჩაზე. ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ვითარება უცვლელია - სატუმბი სადგურები, რომელთა მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გაუმართავად მუშაობს.

 

მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

 

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყლის გატარება ვერ უზრუნველყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner