logo_geo
eng_logo
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინა
- +

2 აგვისტო. 2018. 11:18

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით, აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციის ორი ფაქტი გამოვლინეს და ოთხი პირი  პასუხისგებაში მისცეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ  შემდგომი რეალიზების მიზნით, ბრალდებულები, ერთ შემთხვევაში, აჭარის რეგიონში,  4 600 კოლოფი, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ქალაქ თბილისში,   3 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა - გადაზიდვას ახდენდნენ.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება  25 000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“,  - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner