logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: ბურჭულაძე ვერასოდეს დაემსგავსება ბიძინა ივანიშვილს!
- +

9 მაისი. 2016. 21:10



მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი პაატა ბურჭულაძის სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ წერს.


შათირიშვილის თქმით, ბურჭულაძის მიერ შექმნილი ფონდი, რომელიც პოლიტიკაში მოსასვლელად ემზადება პირდაპირი სატელიტია მიხეილ სააკაშვილისა.


აღდგომის „მძიმე" დღეებმა გადაიარა, შეგნებულად ვდუმდი, არადა, ამ ბურჭულაძის გამო, კი არ შემაწუხეს, უბრალოდ, რას ერჩიო, რა დაგიშავაო, მკითხეს...

არც არაფერს ვერჩი და არც რაიმე დამიშავა, ვინმეს არ ეგონოს, მასთან პირადული მაკავშირებდეს, ღმერთმა დამიფაროს, მე ხომ, ანგელოზი არ ვარ და, ერთი ცოდვილი მართლმადიდებელი კაცის ბიოგრაფია მაქვს, მაგრამ, ასეთ ბარიტონთან და პიროვნებასთან, სადაოდ ნამდვილად არ გამიხადოს საქმე უფალმა...

 

ახლა პირდაპირ გადავალ სათქმელზე და რასაც გეტყვით დაფიქრდით: ბურჭულაძე არ არის ბიზნესმენი, ის ვერასოდეს დაემსგავსება ბიძინა ივანიშვილს, რადგან ივანიშვილმა თუ ახალი პოლიტიკა და გავლენა შექმნა, ბიზნესში ნაშოვნი ფულადი რესურსითა და ქველმოქმედებით მიღწეული სახელით შექმნა, მაგრამ, ეს ბურჭულაძე ვინ არის?.. ცხადია, მას საქართველოში ბიზნესი არ აქვს, სარგებლობს პატრიარქისა და საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერით - მრევლის ფულით ეწევა ქველმოქმედებას, ისიც ცხადზე უცხადესია, რომ ამ ქველმოქმედების წყარო ჩვენ ვართ, ე. ი. ხალხია და, რა გამოდის, ოპერის ბარიტონი ბურჭულაძე ჩვენი წყალობითა და ჯიბეების ამოჩხრეკვით საქართველოს რეგიონეში „ფარისევლური ფონდით" ოფისებს ხსნის?.. ს

ახელმწიფო და შესაბამისი უწყებები ინტერესდება თუ არა იმით, საიდან ამ „ქველმოქმედს" იმდენი სახსარი და გასაქანი, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნას ოფისები და წინდაწინ დაანონსოს, ეგება და პოლიტიკაში მოვა?.. ან, ჩვენ, ხალხი, სულ გამოვთაყვანდით და ასეთ პოლიტიკურ მედროვეებზე, ჩვენი ჯიბის მძარცველებზე კრინტს არ ვძრავთ?..

 

ბურჭულაძის „ვოიაჟი" მედროვეთა მობილიზების ამოცანაა... გამახსენებს ვინმე, ბარიტონ ბურჭულაძეს გაეკრიტიკებინოს სააკაშვილის ავადსახსენებელი რეჟიმი?.. რეგიონებში მისი „ფონდის" აქტიური წევრები „ყოფილი ქრისტიან-დემოკრატები" ხდებიან და დარწმუნებით ვიცი, მისი პოლიტიკური ამბიციების ერთ-ერთი გამძლიერებელთაგანი გიორგი თარგამაძეა (ქრისტიან-დემოკრატების „ყოფილი„ ლიდერი), რომელიც, სავარაუდოდ, ბურჭულაძის „სავარაუდო-სამომავლო" პოლიტიკურ პარტიაში ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინება... და, ბურჭულაძის რეგიონალურ ოფისებს ("საქველმოქმედოს") უერთდებიან ნაცებისგან გზასაცდენილი ნაცმაცუნები და, როგორც მეუბნებიან, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაზე„ განაწყენებული მედროვეები (მაგალითად, ზაზა მეფარიშვილი, „ქართული ოცნების" უძღები „შვილი" - ჯერ იმერეთის კუდის უფროსი და მერე გუბერნატორი, რომლის გამოც ბევრი პატრიოტი აქტივისტი გაწირა „ქართულმა ოცნებამ„ და ახლა საპირისპიროს იმკის მეფარიშვილისგან), ასე რომ, ახალი, ფასიანი პატრიოტთა მარაზმული ძალა იქმნება, ეგზომ ამბიციურისა, შინაურებსა და ჭიშკარს გადაღმა საეჭვოდ სახელწამხდარი პიროვნების მიერ.. ორი წელია მას საოპერო რეპერტუარისთვის სოლიდური ჰონორარი არ მიუღია, მაშ, ქართულ ვაი-პოლიტიკაში კიდევ ერთი ქართველთარესურსკაპიკმოწყალეთა მღლეტველი ცდილობს გაბრწყინებას, ვითარცა ნამდვილი ვარსკვლავი?..

ამაზე არ გიფიქრიათ, „კარფურის" ქსელსა თუ სხვა სოლიდურ სავაჭრო ცენტრებში „იავნანას" შესაწირი, მოწყალების ყუთები რომ დგას?

გარიგებაა???

თუ მოწყალებისტთა პარტია მოდის და გვეუბნება, მეყო სიმღერა და ახლა პოლიტიკაში თქვენი უკანასკნელი კაპიკების წაღლეტვით უნდა ვიმღეროო?..
გონს მოდით!..
"


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner