logo_geo
eng_logo
თემურ ჭკუასელი ბიძინა ივანიშვილზე: ჩემთვის მასში უმთავრესი ხიბლიც სწორედ ეს არის...
- +

2 აგვისტო. 2018. 15:32

 

„ბიძინა ივანიშვილი თავისი გულწრფელობით გამოირჩევა. 1997 წლიდან ვიცნობ და ჩემთვის მასში უმთავრესი ხიბლიც სწორედ ეს არის. ის ალალი და გულღია ადამიანია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თემურ ჭკუასელმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში წინა კვირას გავიდა.

 

„ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ისე, როგორც მას სჩვევია. თქვა იმ რეალობის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანაშია დღეს. მთავარი აქცენტი არის ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად უფრო უჭირს, ვიდრე დემოკრატიაში. დემოკრატიის თვალსაზრისით ვართ წინ, მაგრამ ეკონომიკურად ჩამოვრჩებითო. ამას რომელი ოპოზიცია აღიარებდა, ის ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში იყო და არჩევნები წააგო 2012 წელს. სხვათა შორის, ის ბოღმა მათ დღესაც ვერ მოუნელებიათ და ამიტომ არის, რომ ამდენი სიცრუის ნიაღვარი მოდის მათი მხრიდან“, - განაცხადა თემურ ჭკუასელმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner