logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: ეს სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი...
- +

2 აგვისტო. 2018. 15:38

 

„მარიხუანის ლეგალიზებით საკონსტიტუციო სასამართლომ ქართული გენის განადგურებას დაუჭირა მხარი“, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

 

გიგლა ბარამიძის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

 

„საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც დაკარგული ტერიტორიები დასაბრუნებელი აქვს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ვერ აკონტროლებს სახელმწიფო საზღვარს და ჰყავს 350 000-ზე მეტი დევნილი. საქართველო არის ქვეყანა, საიდანაც 1,5 მილიონი ადამიანი გაიქცა ლუკმაპურის საშოვნელად, აქ დარჩენილთა უმეტესობა შიმშილის ზღვარზეა.

 

ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და ამ დროს ხდება ნარკოტიკების ლეგალიზება. ეს სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner