logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: რა გინდათ სტალინისგან, გააჩერეთ ის კაცი მიწაში!
- +

9 მაისი. 2016. 21:43


 

„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციები პრორუსული კურსითა და ამდაგვარი თემებით მანიპულირებენ, სინამდვილეში კი საქართველოში არსებული ვითარება სულ სხვა კურსს, პროქართულ იდეოლოგიას მოითხვოს.


ამის შესახებ მჟავანაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა.

 

„ამ სიტუაციიდან რატომ  ატყდა მეჭიაურზე ამბავი ახლავე გეტყვით. გამოვა „რესპუბლიკური პარტია", მივა ამერიკის ელჩთან და ეტყვის- ხომ ხედავთ, საქართველო კურსს იცვლის, ქვეყანაში მოვლენ ისევ რუსები, რაღაცა კურსი იცვლება, ამით კარგად ივაჭრებენ და უნდათ დივიდენდების მიღება, როგორც ხდება ხოლმე.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში არც პროდასავლური, არც პრორუსული  არ უნდა იყოს ხელისუფლება, უნდა იყოს პროქართული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ეროვნული ინტერესებით უნდა ვსაზრდოობდეთ.

ისრაელი დღეს არის ამერიკის მოკავშირე, მაგრამ ძალიან ბევრ საკითხებში ეწინააღმდეგება ისრაელი ამერიკას. აქედან გამომდინარე, როდესაც გეუბნებიან, რომ არ მიგიღებთ, არ იქნები ჩვენთან, უნდა ფიქრობდე, რომ აღადგინო ტერიტორიული მთლიანობა.

 

მოკვდა ეს სტალინი ამდენი ხანია და რაღა გინდათ, გააჩერეთ მიწაში ეს სტალინი!"- განაცხადა მჟავანაძემ. 


 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner