logo_geo
eng_logo
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 3 აგვისტოს გიორგი გახარიას, თეა წულუკიანს და ირაკლი შოთაძეს დაკითხავს
- +

2 აგვისტო. 2018. 17:15

 

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალ, 3 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს გამოკითხავს. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედინიუსი“ ელენე ხოშტარიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

საგამოძიებო კომისია უკვე ფინალურ ეტაპამდეა მისული. კომისიას გამოკითხული ჰყავს 70-ზე მეტი პირი. დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება.

 

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

 

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

 

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი  გამოაცხადა,  რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.

 

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა,  თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო, რომელსაც უშუალოდ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს. ამავდროულად, შეიქმნა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 17 წევრისგან შედგება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner