logo_geo
eng_logo
რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს
- +

2 აგვისტო. 2018. 17:28

 

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასშტაბური წვრთნები დაიწყეს. ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

 

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, ტაქტიკურ მანევრებში 2 500 ჯარისკაცი და 600 ერთეული შეიარაღება და სამხედრო ტექნიკაა ჩართული.

 

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას იღებს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითები და მოტომსროლელი დანაყოფი.

 

სწავლების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება მოტომსროლელი, სატანკო, საარტილერიო და სხვა დანაყოფებს შორის ურთიერთქმედების შემუშავებას დაეთმობა.

 

სწავლების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლები ტანკებით, ნაღმმტყორცნებით, თვითმავალი საარტილერიო დანადგარებითა და ყუმბარმტყორცნებით ჩატარდება.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner