logo_geo
eng_logo
რეზო გიგინეიშვილის ძვირფასი მოგონებები, რომელიც თბილისთან აკავშირებს
- +

9 მაისი. 2016. 21:43


 

რეზო გიგინეიშვილი - წარმატებული ქართველი რეჟისორი, რომელიც ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. 


რეჟისორის პირად ცხოვრებაში ცვლილებები კი სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების მუდმივი განხილვის თემაა.


რეზო, 1982 წლის 19 მარტს, თბილისში დაიბადა. მამა ექიმი, დედა კი უბრალო დიასახლისი გახლდათ. დედა კლასიკური მუსიკითა და ვიოლინოთი იყო გატაცებული ამიტომ შესაძლოა, ბიჭს სწორედ დედის გავლენამ შეაყვარა ხელოვნება, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა.


1990-იან წლებში რეზოს მოსკოვში გადასვლა, მამის საექიმო პრაქტიკას უკავშირდება. ბიჭი საშუალო სკოლაში შევიდა და ბევრი ახალი მეგობარიც შეიძინა.


ერთ-ერთ ინტერვიუში, რეჟისორი აღნიშნავს, რომ მოსკოვმა მისი ხასიათი და შეხედულებები შეცვალა. ბიჭი მთელ დღეებს გარეთ ატარებდა. დედას შვილის სახლში შეტყუებისთვის ახალი გასართობის მოფიქრება მოუხდა და ვიდეომაგნიტოფონი უყიდა.


ამან მომავალი რეჟისორის ცხოვრებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. რეზოს კინო ძალიან შეუყვარდა და დიდ კინემატოგრაფში მოხვედრის გზების ძიება დაიწყო. 


2000 წელს გიგინეიშვილი სარეჟისორო ფაკულტეტეზე ჩაირიცხა. 2006 წელს ცნობილი, რუსი რეჟისორი ფიოდორ ბონდარჩუკი გაიცნო, რომელთანაც ერთხანს ასისტენტად მუშაობდა. მალე პირველი საავტორო, კომედიური ფილმი "9 თვე" გადაიღო და მისი წარმატებული კარიერაც ასე დაიწყო.


ფილმის "სიცხე" გადაღებების დასრულების შემდეგ, წარმატებულმა რეჟისორმა, 17 წლის "ფაბრიკელ" ანასტასია კოჩეტკოვასთან შეხვედრა დაიწყო. მიუხედავად, ანასტასიას მშობლების წინააღმდეგობისა, შეყვარებულმა წყვილმა მალე იქორწინა.


 2006 წელს ქალიშვილი, მარია შეეძინათ, თუმცა ქორწინება მალევე დასრულდა.


მოგვიანებით ანასტასია ყოფილ მეუღლეს ხშირად საყვედურობდა, იმ დახარჯული დიდი თანხის გამო, რაც მისმა მშობლებმა ქორწილსა და საქორწინო საჩუქრებში დახარჯეს, მათ შორის იყო - ბინა მოსკოვში.


სკანდალური დაშორება, რეზოსთვის დასასრული არ აღმოჩნდა და 2009 წელს მეორედ იქორწინა.


რეჟისორის რჩეული ამჯერად, მსახიობი და ცნობილი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილი, ნადია მიხალკოვა გახდა. 



თავდაპირველად, ნადიას მკაცრი და გავლენიანი მამა, ამ კავშირის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ეს პრობლემა არც ამ შემთხვევაში გამხდარა და ახალგაზრდა წყვილმა იქორწინა.



ქორწილი ბოდბის მონასტერში, ტრადიციული ქართული ქორწილის სტილში გაიმართა. 2011, 2013 წლებში, რეზოსა და ნადიას, ნინო და ვანო შეეძინათ. შვილებმა შეყვარებული წყვილის კავშირი კიდევ უფრო მეტად განამტკიცა.


მოსკოვისა და თბილისის შედარებისას, შეუძლებელია არ გამოარჩიო თბილისი, მისი "კინემატოგრაფიული" მახასიათებლებით. ეს ქალაქი სწორედ გადაღებებისთვისაა შექმნილი: ნათელი საღებავები, კოლორიტული ხალხი და ძალიან ბევრი მზე, ამიტომ არაფერია იმაში საკვირველი, რომ რეჟისორსა და მსახიობს, თბილისი მაგნიტივით იზიდავს.



დღეს გიგინეიშვილი მოსკოვის მადლიერია, რადგან ამ ქალაქმა მას დიდი შესაძლებლობები მისცა და მას მშობლიურ ქალაქად მიიჩნევს. თანაც გამოტყდა, რომ ადრე საქართველო ძალიან ენატრებოდა და მისთვის ყველაზე ძვირფასი მოგონებები სწორედ აქ დარჩა. მის ცხოვრებაში ყველაფერი, ნადიას გამოჩენის შემდეგ შეიცვალა:



"ახლა თავს კარგად იქ ვგრძნობ, სადაც ნადიაა. ჩემი სახლიც იქაა, სადაც ის არის" - განაცხადა გიგინეიშვილმა.


წყარო : რეიტინგი 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner