პუბლიცისტი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მოძრაობებს განიხილავს და იუმორით წერს, რომ თავადაც აპირებს ახალი მოძრაობის დაფუძნებას:
„ძალიან მაგარია. პაატა ბურჭულაძის მთავარი ამოცანა ყოფილა რომ ხალხს იმედი მისცეს! მომავლის იმედი!!!
ვგიჟდები ასეთ რომანტიკულ პოლიტიკურ პროგრამებზე - „გასაკეთებელი კიდევ ბევრია"! ,"ოცნება", "იმედი"...
მეც უნდა დავაფუძნო რამე მოძრაობა - მაგალითად „ქართული სიზმარი" - ქართულ პოლიტიკურ სურეალიზმსა და ყოფას მე მგონი ყველაზე მეტად მოუხდება - სიმბოლო იქნება: ტახტზე წამოკოტრიალებული გამოჩენილი ქართველი სურეალისტი ლუარსაბ თათქარიძე..."