logo_geo
eng_logo
რეკორდული სიცხე ევროპაში - ესპანეთსა და პორტუგალიაში 47 გრადუსს ელოდებიან
- +

3 აგვისტო. 2018. 10:30

 

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ევროპაში, უახლოესი დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულად მაღალი იქნება.

 

სინოპტიკოსების ვარაუდით, ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს მიაღწევს. ბოლოს ასეთი მაღალი ტემპერატურა 1977 წელს საბერძნეთში დაფიქსირდა.

 

დღეს და ხვალ ესპანეთსა და პორტუგალიაში 47 გრადუსია მოსალოდნელი.

 

ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, დღის მონაკვეთში ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ და რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ.

 

კომპანია Meteoalarm-მა უკვე გამოაცხადა განგაშის წითელი დონე. ანალოგიური გაფრთხილება გამოსცეს იტალიაშიც.

 

განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა რომში, ფლორენციასა და ვენეციაშია მოსალოდნელი.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner