logo_geo
eng_logo
რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა
- +

3 აგვისტო. 2018. 11:05

 

„რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი 10 წლის განმავლობაში მოსკოვში აშშ-ს საელჩოში მუშაობდა“, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian აშშ-ს კონტრდაზვერვის სამსახურში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

 

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული აგენტი ქალია, რომელიც ამავდროულად აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი იყო. 2016 წელს რუსეთში აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების სამსახურს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობდა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მიწოდებული იყო 2017 წლის იანვარში. ამავდროულად, აშშ-ს საიდუმლო სამსახურს არ დაუწყია ფართომასშტაბიანი გამოძიება.

 

The Guardian-ის წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული თანამშრომელი აშშ-ს საელჩოდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს კონგრესის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების შემცირება მოითხოვა.

 

წყაროს ინფორმაციით, აღნიშნულ აგენტს წვდომა ჰქონდა მონაცემთა მნიშვნელოვან ბაზაზე, თუმცა „საიდუმლო სამსახური ცდილობს დაფაროს ეს დანაშაული“.

 

თავის მხრივ, აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა მაზონ ბრაიმენმა საინფორმაციო სააგენტო ТАСС-თან საუბარში უარყო The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნულ აგენტს, რომელიც რუსეთის მოქალაქე იყო, წვდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე.

 

„აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელიც აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება“, - განაცხადეს აშშ-ს საიდუმლო სამსახურში.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner