logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი ახსნა-განმარტების მისაცემად
- +

3 აგვისტო. 2018. 11:27

 

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ ის მზადაა ყველა კითხვას გასცეს პასუხი.

 

„როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი კომისიის დაბარებით, ახსნა-განმარტების მისაცემად. მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

ირაკლი შოთაძე პარლამენტში შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიას კომისიის სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner