ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ ის მზადაა ყველა კითხვას გასცეს პასუხი.
„როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, გამოვცხადდი კომისიის დაბარებით, ახსნა-განმარტების მისაცემად. მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე გავცე პასუხი", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ირაკლი შოთაძე პარლამენტში შს მინისტრთან გიორგი გახარიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიას კომისიის სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.