logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ჩემი განკარგულება, რომ დადგენილიყო სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობა მკვლელობების ნაწილში, შესრულდა
- +

3 აგვისტო. 2018. 13:02

 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ დაისმა შეკითხვა, გასცა თუ არა მან განკარგულება, რომ დადგენილიყო მირზა სუბელიანის როლი მომხდარ ფაქტში, რაზეც ირაკლი შოთაძემ განმარტა, რომ რადგან ბავშვის მამა იყო პროკურატურის თანამშრომელი, პირველ რიგში მან გასცა განკარგულება, დადგენილიყო რა როლი ჰქონდა არასრულწლოვანს მკვლელობის ნაწილში:

 

„ვინაიდან ჩვენი თანამშრომლის შვილი ფიგურირებდა საქმეში, გავეცი კონკრეტული მითითება, მაგრამ იმ მითითების გაცემა, რომ გამოიკვეთოს ბრალდებული მითუმეტეს მკვლელობის საქმეზე,  იქ ჩემი ჩარევის საჭიროება არა არსებობს და არ არსებობს არც ერთ შემთხვევაში. მაგრამ ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული ფაქტი, სადაც საუბარი იყო მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობაზე და ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ჩემი მოსაზრება დღევანდელი გადმოსახედიდან ის არის, რომ ჩატარდა ყველსა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირხა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან. ეს არის ჩემი პასუხი“, - განაცხადა შოთაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner