logo_geo
eng_logo
შოთაძე კახიძეს: „პოტენციური ეჭვმიტანილი“ - მსგავსი ტერმინის გამოყენება, როდესაც საქმე ეხება დევნას, არასწორი და მიუღებელია
- +

3 აგვისტო. 2018. 13:08

 

საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ოთარ კახიძემ მიხეილ კალანდიას შესახებ დასვა კითხვა, მას „პოტენციური ეჭვმიტანილი უწოდა“ და მოითხოვა განმარტება, თუ რატომ გაიზიარა ზვიად ფხაკაძემ ხორავას ქუჩაზე, ეზოში მოზარდების განლაგების თაობაზე გამოძიების საპირისპირო ინფორმაცია, რაზეც ირაკლი შოთაძემ უპასუხა: პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურა მიუღებელია ჩემთვის ტემრინიპოტენციური ეჭვმიტანილი“.

 

ეს არ არის იურიდიულად სწორი და როდესაც საქმე ეხება ადამიანის სისხლისსამართლებრივ დევნას, პოტენციურ ეჭვებზე საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია. რაც შეეხება .. თქვენ პოზიციას და შეფასებას, რომ პროკურორმა გაიზიარა გამოძიების საპირისპირო ვერსია, ეს არის აბსურდი, რადგან გამომძიებელი ინფორმირებულია გამოძიების ეტაპზე არსებულ მტკიცებულებებზე, ხოლო პროკურორი გამოძიებასა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე არსებულ და მოპოვებულ მტკიცებულებებზე. შესაბამისად, არანაირი წინააღმდეგობა ამ ორ საკიტხს შორის არ არსებობს“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner