logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: გამოძიება არ არის მათემატიკა, დაჯდე და განტოლება ამოხსნა
- +

3 აგვისტო. 2018. 13:08

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დღეს ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას უსმენს. 

 

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კომისიის წევრების კითხვაზე, თუ რატომ არ ან ვერ მოხდა მიხეილ კალანდიას სახლიდან ტანსაცმის ამოღება, ზოგადი პასუხი გასცა აღნიშნა, რომ გამოძიებას გამომძიებელი საკუთარი სტრატეგიით და საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით წარმართავს.

 

გამოძიება ზოგადად აღებული არ არის მათემატიკა რო დაჯდე და რაღაც ამოცანა ამოხსნა, განტოლება დაწერო და ფორმულა გამოყენო ამისთვის. გამოძიება არის რთული კომპლექსური პროცესი, თითოეული საქმე არის ინდივიდუალური, განსხვავებული და გამომძიებელები მოქმედებენ იმ საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე რომელიც მათ იმ  დროს გააჩნიათ. შესაბამისად ეს არ არის მარტივი პროცესი, თითოეული საქმე არის ინდივიდუალური და განხსვავებული, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner