საქართველოს რკინიგზის მომსახურების ხარისხის განვითარების უფროი დაჩი ცაგურია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მოსახლეობას 9 მაისს, ფაშიზმზმე გამარჯვების დღეს ულოცავს და მის ბაბუას იხსენებს, რომელიც ქერჩის გმირია.
„სამწუხაროდ დღეს ვერ მივდივარ ბაბუაჩემის საფლავზე, რომელიც ქერჩის გმირია, ბერლინის აღებაშიც მიიღო მონაწილეობა და რაიხის სასახლის აღებაშიც! ბაბუ გილოცავ!
შენ და 750000 გმირმა ქართველმა უდიდესი როლი შეასრულეთ ფაშიზმის დამარცხებაში! რა მნიშვნელობა აქვს როდის აღნიშნავენ მაგ დღეს ჩვენი ლომი წინაპრების უდიდეს ღვაწლს ვერავინ წაშლის, 350000 ქართველი გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში, ამხელა მსხვერპლი ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებს არ გაუღიათ.
რამდენიც გნებავთ იდავეთ თარიღზე, ოღონდ ბაბუჩემს და სხვების ბაბუებს შეურაცხყოფა არ მიაყენოთ და მათ გმირობას ნუ დააკნინებთ!"