logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ მსჯელობა
- +

3 აგვისტო. 2018. 14:05

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ არსებულ კითხვებს პასუხები გასცეს. ასე უპასუხა გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასმულ კითხვას.

 

კერძოდ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის ოთარ კახიძემ გახარიას კითხვით მიმართა - დასაწყებია თუ არა გამოძიება იმის დასადგენად, იყენებდა თუ არა მირზა სუბელიანი თავის პირად ნაცნობობას, ან სამსახურებრივ მდგომარეობას გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით?

 

„ბატონო ოთარ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს არის თქვენი ამოცანა და ჩვენ ველოდებით თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას. თქვენ ამისთვის შეიქმენით. იმისთვის, რომ დაადგინოთ ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი, ეს ერთი, მეორე-თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ახლა გამომძიებელ ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება. ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები და ნება იბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ მსჯელობა. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ თქვენ ხო აქ მაყურებლებზე მუშაობთ, დაკავებულია და მასთან მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, გამოძიება გრძელდება, თუ გამოვლინდა ამ გამოძიების ფარგლებში ის ფაქტები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაწყებულია და თქვენ არ დაგიწყიათ ეს და ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა თქვენი კომისიის დაწყების შემდგომ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, არანაირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მანდ არ ყოფილა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner