logo_geo
eng_logo
რომან კაკულია: ეს მაჩვენებელი ინდიკატორია, რომ სწორი ორიენტირია აღებული და სვლაც და ტემპიც არის პოზიტიური
- +

3 აგვისტო. 2018. 14:52

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა.

 

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანისთვის, რომელიც თავისუფალი ბაზრით აპირებს ძირითად პოზიციონირებას და ინტეგრირებას საერთაშორისო ბაზრებზე და უნდა, რომ დანარჩენ პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზოს ისეთი ბიზნესგარემო, რომლითაც ის კონკურენციაში შევა სხვა ასეთივე შეთავაზების ქვეყნებთან - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. ეს ადგილი რეიტინგში იმის ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ სწორი ორიენტირია აღებული და სვლაც და ტემპიც არის პოზიტიური. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს დანაზოგები არ აქვთ და ერთადერთი გამოსავალი არის სხვა ქვეყანაში ადამიანების მიერ დაგროვებული დანაზოგების მოზიდვა, ეს ადამიანები სხვადასხვა ფაქტორს შორის - დიდ მნიშვნელობას სწორედ ასეთი ტიპის შეფასებებს აქცევენ ყურადღებას. აღნიშნული კვლევა ერთ-ერთ წყაროდ სწორედ „Doing Business”-ის კვლევებს იყენებს, ამიტომ მხოლოდ დადებითად ვაფასებ აღნიშნულ მონაცემებს. ჩვენ გვაქვს ორი გამოწვევა: ერთი, რომ შევქმნათ ისეთი ბიზნესგარემო, რომლითაც კონკურენციაში შევალთ სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ასევე ცდილობენ მოიზიდონ მესამე ქვეყნების ინვესტიციები და მეორე გამოწვევა არის ადამიანების დიდი რაოდენობის ჩართვა ბიზნესაქტივობაში. ორივე შემთხვევისათვის ეს არის ნაბიჯი, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს შემდეგი განვითარება და წინსვლა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner