სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ნინო ბაგრატიონს წარადგენს.
ბაგრატიონი სხვადასხვა დროს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო მარგველაშვილის პროტოკოლის უფროსი და ერთ-ერთი მსხვილის რესტორნის მენეჯერი. გავრცელებული ინფორმაციით, ბაგრატიონი ირაკლი ალასანიას გუნდის ყოფილი წევრი და მაია ფანჯიკიძის ახლო ნათესავია. მარგველაშვილი მის კანდიდატურას საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარადგენს.
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.
ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.