logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: 30 დღეში 600 მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა
- +

3 აგვისტო. 2018. 14:55

 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ელენე ხოშტარია დაინტერესდა, ისევ ფიქრობს თუ არა ყოფილი მთავარი პროკურორი, რომ საგამოძიებო უწყებებმა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს.

 

„მე მიმაჩნია და ჩემს პოზიციას გეუბნებით, რომელიც მე გავლილი მქონდა შესაბამის პროკურორებთან, რომ ჩატარებული იყო ყველა შესაძლებელი საჭირო საგამოძიებო მოქმედება, ჩატარებული არის 600-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება 30 დღეში. რომელ ყველაზე ლაპარაკობთ? მე რომ წავიკითხო ეს სისხლის სამართლის საქმე, ან ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმე, იმდენი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება შეიძლება თავში მომივიდეს, ამაზე ახლა არ დავიწყებ საუბარს და მე გეუბნებით, რომ ჩემთვის ჩემი პროკურორების მოსაზრება და შეფასება სისხლის სამართლის საქმისა, რასაც ისინი მე მაწოდებენ და რასაც მე შემდეგ საჯაროდ ვაჟღერებდი, სანდო არის და მისაღებია დღესაც“, - განაცხადა შოთაძემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner