logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: წიგნსა და მარიხუანას შორის „ეროვნულ“ არჩევნებში გაიმარჯვა... მარიხუანამ! ჯერჯერობით!
- +

3 აგვისტო. 2018. 14:59

წიგნსა და მარიხუანას შორის „ეროვნულ“ არჩევნებში გაიმარჯვა... მარიხუანამ! ჯერჯერობით!!!

 

*************************************************************

 

ეს, ამაღელვებელი ფოტო როცა გავიზიარე, ჩემმა პოსტმა ინტერესი გამოიწვია. ჯერ პოსტი გავიხსენოთ:

Нугзар Попхадзе: ერის სიამაყე!!!

წინა თაობებს ესენი ზრდიდნენ წიგნით და პირადი მაგალითით. ახლანდელი თაობების გაზრდა უნდათ... მარიხუანით და მწეველის პირადი მაგალითით.

ქვეყანა ისე შეირყა და შეიშალა, რომ ვერც ასი ავლიპი ზურაბიშვილი უშველის და ვერც ასი (ორი მშენებარეს ნაცვლად) ფსიქო-კლინიკა!

აგერ, პრეზიდენტობის ერთმა კანდიდატმა, თანაც ევროპულად გაზრდილ-განათლებულ-ჩამოყალიბებულმა ქალბატონმა არც კი დამალა, რომ ეწეოდა (მოუწევია)...

დანარჩენები?..

ერმა არჩევანი უნდა გააკეთოს „წიგნსა“ და „მარიხუანას“ შორის. ოფიციალურმა უმაღლესმა(!!!!) სტრუქტურებმა - პარლამენტმა (თავისი ზოზინით) და საკონსტიტუციო სასამართლომ (თავისი ფორმალური მიდგომით) არჩევანი გააკეთეს: მარიხუანამ აჯობა წიგნს. ზნეობას. საქართველოს მომავალს. ჯ ე რ ჯ ე რ ო ბ ი თ !!!

შადიმანების დასტას კიდევ რამდენიმე გვარი მიემატა. სამშობლომ უნდა იცოდეს თავისი „გმირების“ და ჭეშმარიტი „პატრიოტების“ ვინაობა. კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ ა დ !!!

პირადად მე, როგორც ამ მიწა-წყლის შვილს - მოქალაქეს, მამას, ბაბუას მრცხვენია ამ ქვეყნის მმართველი ძალის, მისი კონსტიტუციური სტრუქტურების, რამეთუ სწორედ მათ, თავიანთი სიბეცით, დანაშაულებრივი გულგრილობით და პოლიტიკური „ოინბაზობით“ მიიყვანეს აქამდე საქმე. საქმე, რაც დააჩქარებს ერის დეგრადაციას და ფიზიკურ განადგურებას.

როგორც ერთმა ჭკვიანმა და სუპერ-გავლენიანმა ფრანგმა სახელმწიფო მოღვაწემ თქვა, ორ საუკუნის წინ: ეს უფრო მეტია ვიდრე დანაშაული - ეს შეცდომაა!!!!

გვაპატიეთ დიდო წინაპრებო!“

 

***********************************

 

ამ პოსტს მოჰყვა გამოხმაურებები - დაფიქსირდა საინტერესო და პრინციპული პოზიციები. თუნდაც:

Жужу Цагарели: თუ კიდევ ფეხზე დგას საქართველო და ინტელექტის ,ნიჭის და განვითარების იმედს გვაძლევს მომავალი თაობის ჯანსაღი ერთეულები, მართლა ამ პიროვნებების პოზიტიური სივრციდან მოდის ?!

 

Avto Tsuladze: „ერმა არჩევანი უნდა გააკეთოს „წიგნსა“ და „მარიხუანას“ შორის" - ვინ მიუშვებს ერს არჩევანის გასაკეთებლად... ვინ შეაბამს კატას ეჟვანს-- კითხვა ეს არის.

 

ამ კომენტარის პასუხი: Нугзар Попхадзе: ძველი ქუთაისური „ანეგდოტი“, იმდროინდელი, ქუთაისის „ტორპედო“ რომ გრგვინავდა.

„გაჭედილი სტადიონი... ემოციებით სავსე და შეძახილი:

- ხაჟალია, მიდი, ბიჭო, დაარტყი პენალტი! - დავარტყამდი, მარა „სუდია“ არ მიშვებს!

- ვინ კითხავს, ბიჭო, სუდიას!“

ასეა! როცა „სუდია“ არ გიშვებს, უნდა მიხვიდე და დაარტყა... „სუდიას“!

Tina Goletiani-romanova: ერი არასასურველ ორსულობის სტადიაშია და აბორტის მოლოდინშია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველანაირი ინტელექტუალური განვითარების რესურსი რატომღაც ამოიწურა, ნიჭი დაიცალა და გაეცალა აზროვნება ერს.

Мурад Абашидзе „ჩემი სხეული არის და როგორც მინდა ისე მოვიქცევი“ თან სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა გაუსნა. ვის ხარჯზე? სადაა ლოგიკა? გვაბოლებენ. საცოდავო საქართველო - ვის ვაგულავებთ?

გალინა ხარებაშვილი: რიტორიკული კითხვა: არის დღეს საქართველოში გარემო, სადაც ასეთი ბუმბერაზები დაიბადებიან? და არარიტორიკული შეკითხვა: რატომ? ანუ რატომ ვერ დაიბადებიან? პასუხი არპოპულარულია, ამიტომ ვერ დავწერ, თუმცა სწორი. ჩვენი უბედურება დღეს სწორედ ეს არის, რომ სიმართლე არაპოპულარულია და სიბრიყვე და გამყიდველობა (ყველაფრისა) პოპულარული.

ჩემთვის, ერთობ საინტერესო გახლდათ ეს კომენტარი - Merab Gvinadze: არ უნდა ჩამებარებია 88-ში პარტბილეთი...

ჰოდა, მას ვუპასუხე. და ამ პასუხის კიდევ უფრო გასაჯაროებისთვის გავმეორდი საგანგებოდ ამ პოსტით.

„Нугзар Попхадзе: არ ჩააბარებდი და შენი აჯობებდა: აღმოჩნდებოდი კომუნისტ მაღალჩინოსნებთან - შევარდნაძესთან, ჩემთან, ვახტანგ გოგუაძესთან (ყოფ. სპიკერი), ვახო რჩეულიშვილთან (ყოფ. ვიცე-სპიკერი), ჯანსუღ ჩარკვიანთან (მწერალთა კავშირის მდივანი, „ცისკრის“, „დროშის“ მთ. რედაქტორი, მანამდე კი, საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა კომიტეტის თავმჯდომარე (კომკავშირის „ლევი“ სტრუქტურა); მინისტრ და ყოფ. რაიკომის მდივანთან - ნოდარ ვაშაძესთან (ერთერთი კანდიდატის - „ბრწყინვალე დიპლომატის“ მამასთან), ცეკას მაღალჩინოსნებთან - ოთარ ნოდიასთან (სააკაშვილის ყოფ. განათლების მინისტრის გია ნოდიას მამასთან), საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ კოლია შაშკინთან (ავადსახსენებელი შაშკინის, სააკაშვილის „ყველაფრის“, ანუ სამგზის მინისტრის მამასთან), მწერალთა კავშირის ჯერ მდივნის, მერე თავმჯდომარე გურამ ფანჯიკიძესთან (ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის მაიას მამასთან), ახლანდელი დიდუბის, წინათ 1 მაისის რაიაღმასკომის თავმჯდომარე (გამგებელი), შემდგომ საქართველოს მთავრობის წევრის რანგში მყოფ, ერთობ მომხიბვლელ ადამიანთან ნუგზარ გუნცაძესთან (დეპუტატ ელენე ხოშტარიას ბაბუა) და სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის პრორექტორ, კომუნისტ გივი ალასანიასთან (სააკაშვილის ბაბუა, მეორე ბაბუაც "დიდი" თანამდებობის პირი გახლდათ), ცნობილ საერთაშორისო ჩინოვნიკთან და პარალელურად "კაგებეს" ოფიცერ, რა თქმა უნდა სკკპ წევრ თემურ ალასანიასთან (სააკაშვილის ბიძა), კომკავშირის რაიკომის მდივანთან, შემდგომ ალკკ ცეკას მაღალჩინოსანთან, კიდევ შემდგომ შევარდნაძის მინისტრთან მურთაზ ზალკალიანთან (ახლანდელი საგარეოს "საიდანაც ქარი ქროდა" მინისტრის მამა) და სხვა მართლა „კაი“ ხალხთან ერთად. ͡(თუ საკმარისი არ არის, გავაგრძელებ ჩამოთვლას...)

დიახ, აღმოჩნდებოდი „კრემლის, რუსეთის, კგბ-ს, ფსბ-ს, ეთიოპიის დაზვერვის „აგენტების სიაში“ და, მერე, აქ ჩამოთვლილი რომელიმე პერსონის დემაგოგი შვილი თუ შვილიშვილი ისტერიულად გიკივლებდა „შე, რუსეთუმე ბებერო!..“ და მოაყოლებდა იარლიყ-წოდებას. ისე, გააჩნია, გააჩნია, რას გაიმეტებდნენ შენთვის. მე, მაგალითად, „დამაქვეითეს“ ამ უვიცებმა: კაცი ერთერთი პირველი „კრემლის აგენტი“ ვიყავი იმ სიაში, სადაც ამათი დედ-მამა-ბებია-ბაბუები, ზოგი კრემლის და ზოგი-სუკის აგენტებად იყვნენ მოხსენიებულნი და ამ შურიანებმა 87-ე ადგილზე „დამაქვეითეს“ და „გადამაგდეს"; კაცმა ოფლის ღვრით „გენერალ-პოლკოვნიკობას“ მივაღწიე და რიგით „გენერლობამდე“ ჩამომაქვეითეს ამ მართლა უწიგნურმა, მოკრიმინალ - მობიზნესმენო ხარბმა და უმადურმა არამზადებმა!!!!)

ტაში, კუკური!“

 

******************

 

პასუხიც მივიღე მოკლე და კონკრეტული: Merab Gvinadze: ეხლაც მათთან ვარ ბატონო ნუგზარ და უკაცრაული პასუხია „ყურებზე ხახვი არ დამაჭრან“...

თქვენთან ვარ, ჩემო ბატონო მერაბ!!!!

 

***********************************************

 

P.S.: ბევრი, ძალიან ბევრი კომენტარი მოყვა ამ ტექსტს. სინტერესო. დამაფიქრებელი, სალანძღავიც, სასაცილოც და... აი, მაგალითად, ერთი გორელი, 1960 წელს დაბადებული, საქმეში მაგრად „ჩახედული და ინფორმირებული“ გორელი ინტერნეტმომხმარებელი წერს, რომ თურმე ეს ხალხი იმიტომ „ჩავუშვი“ რომ... ჩემი გავლენის ორბიტიდან გასულან... კიდევ კარგი ფეისბუკის გვერდზე მხოლოდ(!!!) ჩემი მეგობრებისთვის(!!!) ვწერ და არა ასეთი მოკრეტინ - მოიდიოტო და კლავიატურის მოვაჟკაცე მოვაჟკაც-მოცინიკოსი ტიპაჟისთვის.

 

არვინ მისტირის წარსულს, სავსეს დადებითი და უარყოფითი მოვლენებით. მაგრამ ფაქტია: თითქმის 30-წლიანი ნეგატიური პროპაგანდის შედეგად, ახალ თაობას თითქმის არა აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა გარჯით, რა ინტელექტით, რა ძალისხმევით იყო შექმნილი საქართველოს უძლიერესი ინდუსტრიული პოტენციალი, მრავალსახეობითი სოფლის მეურნეობა, რა მიღწევები ქონდა მეცნიერებას, რა დონეზე იყო მრავალსაფეხურიანი განათლების სისტემა, რა სოციალური დაცვა ქონდა მოსახლეობას. ახალთაობას უჩიჩინებენ, რომ ახლანდელი სიძნელეები და გაჭირვება ჩვეულებრივი მოვლენაა. ობიექტური ანალიზის ყველა ცდა „კაგებეშნიკის“, „კრემლის აგენტის“, „ოკუპანტის მხარდამჭერის“ იარლიყის მიწებებით მთავრდება. რა შედეგი მოიტანა ამ სიბეცემ ჩანს: დაკარგული ტერიტორიები, მილიონზე მეტი ემიგრანტი, საყოველთაო სიღარიბე, უცხოელებზე გაყიდული ქართული მიწა, რუსეთისთვის „ხონჩით მირთმეული“ სტრატეგიული ინდუსტრიის თითქმის ყველა წამყვანი ობიექტი, განადგურებული მეცნიერების სტრუქტურები, გახლეჩილ - დაპირისპირებული თაობები და სოციალური ჯგუფები... ერთი სიტყვით, კოლაფსამდე დიდი გზა აღარ დარჩა.

არა მგონია ჩემს მეგობრებს(!!!) ეჭვი ეპარებოდეთ იმაში (და ამას მკვეთრად, ხმამაღლა ვაცხადებ) რომ მე არავის ვაქილიკებ (მით უმეტეს გარდაცვლილებს და კიდევ უფრო მით უმეტეს, რომ ზოგიერთ აქ ჩამოთვლილთაგან და არჩამოთვლთაგანაც არც თუ ურიგო ურთიერთობა მაკავშირებდა, გარეგნულად მაინც); არავის განვსჯი, არ ველაპარაკები ნიშნის მოგებით. უბრალოდ, ცოცხლები რომ იყვნენ, გულწრფელად და ტკივილიანად ვუსაყვედურებდი: არავინ გთხოვთ თუნდაც მორალურ პასუხს თქვენი შვილების პოლიტიკურ ორიენტაციაზე. ეს მათი არჩევანია, მათი უფლება და ყველას თავის არჩეულ გზაზე გაუმარჯოს! მაგრამ... როგორ, რა მაგალითზე და რა პრინციპებით გაზარდეთ ისინი ისე, რომ თქვენ თაობას, მის საქმეებს, თქვენს იმდროინდელ თანამოაზრეებს, პრაქტიკულად თ ქ ვ ე ნ - საკუთარ მშობლებს „გაფასებენ“ ასეთი დაუფარავი ზიზღით, ასეთი უსაზღვრო ბოღმა-სიძულვილის ენით... აღარაფერს ვამბობ უფროს-უმცროსობის, ნათელ-მირონის, ახლობლობის, მეგობრობის შესახებ.

დასკვნა მხოლოდ ერთია: ალბათ, არ იყავით გულწრფელნი, მაგრად იყავით გაორებულნი - შინ ერთს ლაპარაკობდით და გარეთ მეორეს, საწინააღმდეგოს, თანაც, გულზე ხელის ბრაგუნით ქვეყნის, კოლეგიალური თუ თანამოაზრეთა წრის სიყვარულის და ერთგულების ფიცით. ამას უპრინციპობა და უზნეობა ეწოდებოდა ყოველთვის და ნორმალურ საზოგადოებაში ახლაც ასე აღიქმება. ამ უზნეო ცხოვრების თქვენეულმა წესმა სწორედ ახლა ამოხეთქა თქვენი შვილების საქმეებსა და რიტორიკაში. და არც თქვენ უნდა გაგიკვირდეთ "ზეციურ საქართველოში" და არც თქვენ შთამომავლობას, რომ სიცრუის, სიძულვილის, არაობიექტურობის ყველა გამოვლინებას თავად ც ხ ო ვ რ ე ბ ა გასცემს პასუხს რ ე ა ლ ო ბ ი თ, მხოლოდ სიმართლით, მხოლოდ ფაქტებით და არა უსაფუძვლო ანგარიშსწორების სულისკვეთებით თუ... ავადმყოფური ბოდვით!!!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner