logo_geo
eng_logo
ვასილ მაღლაფერიძე: უზარმაზარი მსოფლიო ომი, სწორედ ქართველის მიერ, რაიხსტაგზე დროშის აღმართვით დასრულდა!
- +

9 მაისი. 2016. 22:42


„მნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომ უზარმაზარი მსოფლიო ომი, რამაც ახალ მსოფლიო წესრიგს დაუდო სათავე, სწორედ ქართველის მიერ რაიხსტაგზე დროშის აღმართვით დასრულდა. ეს განსაკუთრებული სიამაყის საგანი იქნებოდა ნებისმიერი ქვეყნისთვის."- პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, რომ ფაშიზმზე გამარჯვებაში საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შეტანილი, რაც მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს. 

 

 

„ნაციზმის დამარცხებას მაშინაც და დღესაც ყველა ნორმალური(!) ადამიანი ისეთ გარდუვალ აუცილებლობად მიიჩნევდა და მიიჩნევს, რის მისაღწევადაც ნებისმიერი კოალიციის შექმნა გამართლებული იყო. ასე უყურებდა და უყურებს ამ მოვლენას ცივილიზებული მსოფლიო და აქ კითხვს ნიშნებს არავინ სვამს! არავინ ნორმალური!

 

როდესაც ევროპასთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ევროპის ცის ქვეშ ჩვენი ადგილის გაბედულად მოთხოვნის საფუძველს ისიც გვაძლევს, რომ ოთხასი ათასამდე ჩვენმა წინაპარმა თავის გაწირა და თავისი წვლილი შეიტანა, რომ ევროპა დღეს ისეთი ყოფილიყო, როგორიც არის.

 

ჰოდა, როგორი ბედოვლათური, გოიმური და, თუ გნებავთ, ანტიდასავლური და, რაც მთავარია, ანტიადამიანური საქციელია ფაშიზმზე გამარჯვების მიმართ სკეფსისის დამკვიდრება მაინცდამაინც საქართველოში, რომელმაც ამოდენა სისხლი გაიღო ევროპის გასათავისუფლებლად. აღარაფერს ვამბობ ჰიტლერის რეჟიმის მიმართ შეფარული სიმპათიიებზე, რაც პირდაპირ ტვინის გატრაწების ნიშანია.

 

მსოფლიოს დიდხანს ეხსომება ეს ომი და ჩვენ იმას კი არ უნდა ვცდილობდეთ, რომ როგორმე ამოვიშალოთ ამ მეხსიერებიდან, არამედ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსოფლიო მეხსიერებაში ის ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ, რაც ჩვენი წინაპრების გამოისობით გვეკუთვნის კიდეც!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner