logo_geo
eng_logo
თენგიზ არჩვაძე დღეს 86 წლის გახდა
- +

3 აგვისტო. 2018. 15:15

 

დღეს ქართველი მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის თენგიზ არჩვაძის დაბადების დღეა.

 

მსახიობი 1932 წლის 3 აგვისტოს, თბილისში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მუშაობა დაიწყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.

1967 წლიდან მუშაობდა რუსთავის დრამატულ თეატრში, 1973 წლიდან - მარჯანიშვილის სახელობის თეატრში.

პირველი როლი, ფილმში ერთი ცის ქვეშ, შეასრულა 1961 წელს, ბოლო კი ფილმ კიდევ ერთი ქართული ისტორიაში შეასრულა. სულ თენგიზ არჩვაძემ 46 კინოროლი შეასრულა.

 

მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“, „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“,  „კვაჭი კვაჭანტირაძე“,  „30 აგვისტო“,  „ჯორდანო ბრუნო“ და სხვ.

 

1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი; გადაღებულია ფილმებში: თამაზი („კეთილი ადამიანები“, 1961), ზაზა („ერთი ცის ქვეშ“, 1961), გუგუა („ხევისბერი გოჩა", 1964), „ხევსურული ბალადა“ (1965), არსაკიძე („დიდოსტატის მარჯვენა", 1969), მუშნი ზარანდია („დათა თუთაშხია“, 1977), დათიკო („მე ვხედავ მზეს“), ნამორაძე („შეხვედრა წარსულთან“), ვახტანგი („შეხვედრა მთაში“),  ბიძინა („მალე გაზაფხული მოვა“)და სხვ. 2017 წელს მიენიჭა „ხელოვნების ქურუმის“ წოდება.

 

თენგიზ არჩვაძეს 1979 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. იგი არის სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი,  ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner