logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ჩანაწერშიც კი ამბობს გ.ბ., რომ ჰქონდა დანა, ხოლო მის სხეულზე არსებული სისხლი იყო სარალიძის სისხლი
- +

3 აგვისტო. 2018. 15:38

 

პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ კომისიის წევრებს დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში ბარბაქაძის როლზე და მის მონაწილეობაზე დეტალური განმარტება მისცა:

 

„ის შედის ამ ფარდულში ეგრევე, როგორც კი ჩხუბი იწყება, ასევე დგინდება, რომ ის ამ ფარდულიდან გამოდის დასისხლიანებული, ასევე მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს სისხლი არის სარალიძის, მერე მიდის და დანას ურტყამს დადუნაშვილს, რომელსაც კლავს ადგილზე. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. აქ გვაქვს ორი ეპიცენტრი - ერთი ფარდული და მეორე დადუნაშვილის მკვლელობის ადგილი. სარალიძის შემთხვევაში, მისი მეგობარი იყო მძიმე სიტუაციაში და ის აუცილებლად გამოიყენებდა დანას, შემდეგ კი მიდის მეორე მეგობრის დასახმარებლად და კლავს დადუნაშვილს. პირადად ჩემი შინაგანი რწმენა არის ის, რომ ბარბაქაძემ ჩაიდინა სარალიძის მკვლელობა, ისევე როგორც დადასტურდა, რომ მან ჩაიდინა დადუნაშვილის მკვლელობა. ფარულ ჩანაწერში, რომელიც განხორციელდა ბარბაქაძესთან ის ამბობს, რომ დანა ჰქონდა მას და ჯანაშიას. შემდგომ გრძელდება პროცესი, 6 თვე ისინი ელოდებიან იმას, რომ მისი მეგობრები მისცემენ თუ არა ჩვენებას, ამ ხალხმა ამხილა მკვლელობაში ბარბაქაძე და ჯანაშია, ხოლო შემდეგ მსჯავრდებულები იძლევიან ჩვენებას, სადაც კი, ვერ ამხილეს ვერაფერში მათი მამხილებელი მ.კ. შესაბამისად აქედან  თვალნათელია, რომ ორ პირს ჰქონდა დანა, ესენი არიან ბარბაქაძე და ჯანაშია და სწორედ მათ გამოიყენეს დანა“, - განაცხადა შოთაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner