logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: აღარავინ კითხულობს გაღუნულ დანას ან ფარდულს, ეს იყო სპეკულაცია
- +

3 აგვისტო. 2018. 16:56

 

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეკითხვის პასუხად განმარტა, რომ მკვლელობის თემით ბევრმა დაინტერესებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა სცადა სარგებელის მიღება. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დანის გაღუნვა და ფარდულის დანგრევა იყო სპეკულაცია და დღეს ამ თემით არავინ ინტერესდება.

 

„ზუსად ეს საკითხები იყო, თქვენ დღეს დაატრიალეთ ჩემი 31 მაისის ბრიფინგის 2-წამიანი მონაკვეთი, თუმცა ეს ბრიფინგი იყო ერთსაათიანი და ერთი საათის განმავლობაში მე ვცდილობდი საზოგადოებისთვის ამეხსნა, რომ არანაირი დანა გაღუნული  არ არის, არანაირად პროკურორებს და შსს-ს ფარდული არ დაუნგრევიათ და ა.შ. სწორედ ამაზე არის საუბარი, როდესაც ხდება ფაქტების დამახინჯება, და დღესდღეობით რატომღაც ამ კითხვებს აღარც არავინ სვავს და აღარ კითხულობს გაღუნულ დანაზე, არავინ აღარ კითხულობს დანგრეულ ფარდულზე და ა.შ.“ - განაცხადა შოთაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner