logo_geo
eng_logo
ნინო ზამბახიძე: „ევროპის პალატის“ რეიტინგი არი ძალიან კარგი, რათა მოიზიდო ინვესტორები ქვეყანაში
- +

3 აგვისტო. 2018. 17:08

 

„ვფიქრობ, ქვეყნის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის პალატამ გამოაქვეყნა არსებული ბიზნესგარემოს მიხედვით რეიტინგები, რომელშიც საქართველო, შარშანდელთან შედარებით, დაწინაურდა და მეოცედან მე-18 პოზიციაზე გადავიდა“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ევროპის პალატის რეიტინგს „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“.

 

ნინო ზამბახიძის თქმით, აღნიშნულ რეიტინგში შეფასება ხდება მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგებიდან გამომდინარე, რაც  მიუთითებს, რომ ქვეყანაში ბიზნესის კეთების გარემო არის ძალიან ხელსაყრელი.

 

„ვფიქრობ, რომ ეს ერთი მხრივ არის ძალიან კარგი, რათა მოიზიდო ინვესტორები ქვეყანაში, რადგან ინვესტიციების მოზიდვა მხოლოდ ფინანსურ კეთილდღეობას არ უზრუნველყოფს, ასევე განათლების თემასაც უზრუნველყოფს, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.

 

ამასთან, მისი თქმით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფერმერული მეურნეობებისთვის გამოწვევები კვლავაც რჩება, რომელიც გრძელვადიანი არის და რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება.

 

„ესეთი არის განათლება, ეს არის იაფ რესურსზე ხელმისაწვდომობა, ეს არის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მაცოცხლებელია და ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისთვის რეალურად წინაპირობაა“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner