logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: დასავლეთზე უარის თქმა მეზობელი დათვის თათებში აღმოჩენას ნიშნავს!
- +

9 მაისი. 2016. 23:33


„რიგ შემთხვევებში, კომიტეტის თავმჯდომარემ საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელოს და საკუთარი აზრისგან თავი უნდა შეიკავოს," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში, თამაზ მეჭიაურის მიერ ნატო-სთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

 

"ჩვენი პროდასავლური არჩევანი მყარი, მტკიცე და პრინციპულია. ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადავდგით და რისკებიც გააზრებულად გავწიეთ, რადგან ევროკავშირისა და ნატო-სკენ ბუნებრივად მივდივართ, წარსულით, აწმყოთ და ღირებულებებით იქ ვართ და ჩვენს მომავალს იქ ვხედავთ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთზე უარის თქმა არა პროქართველობის ზედაპირზე ამოსვლას, არამედ მეზობელი დათვის თათებში აღმოჩენას ნიშნავს.


"პროქართულობა ძალიან კარგად ჟღერს. ყველანი პატრიოტები ვართ და ყველას გვინდა, ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობა ისეთი არ არის, სადაც ამ იდეალების რეალიზება შეგვიძლია", - განაცხადა სესიაშვილმა.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილსაც გამოეხმაურა, რომელმაც თამაზ მეჭიაურის განცხადება "ქართული ოცნების" მეჭიაურიზაციად შეაფასა.


"არ ვისურვებდი, ბატონი ბერძენიშვილის დაძახებულზე შიდა პოლიტიკური საკითხები გადავწყვიტო. ეს პოლიტიკურად შემოგდებული თემაა, რომ პრემიერმა კეთილი ინებოს და, თუ პროდასავლურია და ყოჩაღი ბიჭია, ანტიდასავლური განცხადებების ავტორები თავისი გუნდიდან გაყაროსარავის მივცემთ იმის უფლებას, მიგვითითოს, ვინ გავუშვათ და ვინ არა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner