ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვნების მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა სოფო კილაძემ გადაცემა „პირველებში“ განაცხადა, რომ შსს-სა და პროკურატურის საქმიანობაში ხარვეზები დაინახა.
„მე დავინახე ხარვეზები როგორც შსს-ს, ისე პროკურატურის საქმიანობაში, მაგრამ ეს ხარვეზები რამდენად იქნებოდა კავშირში იმ შედეგთან, რომელიც დაიდო საბოლოოდ, ეს უკვე მეორე საკითხია. მე შეგნებულად შევიკავებ თავს ამ კონკრეტული საკითხისგან, იმიტომ რომ გავასწრებ კომისიის საქმიანობას. მე ვარ კომისიის წევრი, ჩვენ კომისიაში ძალიან ბევრი სამსჯელო და სიდისკუსი გვექნება, ამიტომ თავს შევიკავებ", - განაცხადა კილაძემ.