logo_geo
eng_logo
ნინო ბურჯანაძე: საქართველოში არ უნდა იყოს არც NATO-ს და არც რუსული ჯარი!
- +

9 მაისი. 2016. 23:34


„რუსეთს წინასწარ რა წინაპირობა უნდა წაუყენო - რომ ჯარები გაიყვანოს, სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ნაწილად აღიაროს და მერე დაველაპარაკებით?! ამაზე ლაპარაკი სამარცხვინოა, რადგან ცხადია, მოლაპარაკება არ შედგება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.


"გასაგებია, რომ მოლაპარაკების საბოლოო მიზანი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გასვლა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ერთიანი საქართველოს კონტექსტში დაბრუნება და საქართველოს სუვერენიტეტის უზრუნველყოფა უნდა იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი მოლაპარაკებების საბოლოო შედეგი შეიძლება გახდეს. ღმერთმა ქნას, ეს შევძლოთ, მაგრამ ამას ვერც ეს ხელისუფლება შეძლებს და ვერც ვერავინ ჩემს გარდა", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


მისი თქმით, შედეგების მიღწევას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ რუსეთს დავარწმუნებთ, რომ მისთვის ერთიან საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება უფრო ხელსაყრელი იქნება და თუ დაინახავს, რომ საქართველოს სახით მას პარტნიორი სახელმწიფო ჰყავს და არა ჩასაფრებული ქვეყანა, რომელიც ცხვირწინ ხან NATO-ს წვრთნებს უტარებს და ხან NATO-ს ბაზების განლაგებით იმუქრება.


"მესმის, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი სულით ხორცამდე დასავლეთის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული, მაგრამ არ გვიღებენ NATO-ში და ადამიანები სადამდე უნდა ატყუონ?! ამ ეტაპზე, საქ- NATO-ში გაწევრიანების არანაირი შანსი არ აქვს. მთელი მსოფლიოობამადან დაწყებული ელჩებით დამთავრებული, ყველა გვეუბნება, რომ NATO-ში არ მიგვიღებენ, მაგრამ მაინც ვიძახით, რომ მიგვიღებენ, ეს მასობრივი ფსიხოზია. არანაირი წევრობა არ იქნება. ეს გამორიცხულია", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.


„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ქვეყანაში არც რუსული ჯარი იყოს და არც NATO-სი. ქვეყანას უნდა ჰყავდეს გონიერი ხელისუფლება, რომელიც არც რუსეთის მონა იქნება და არც ვაშინგტონის. თუ ეს წვრთნები იმიტომ უნდა ვატაროთ, რომ კორიდაზე პოლიტიკური განცხადებები  წითელი დროშასავით ვატრიალოთ, ეს საქართველოს კარგს არაფერს მოუტანს. ყველას გვახსოვს, როცა საფრთხე დაგვემუქრა, რუსეთის წინააღმდეგ მარტონი აღმოვჩნდით", - განაცხადა ბურჯანაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner