logo_geo
eng_logo
სეისმური მონიტორინგის ცენტრი: ნენსკრა მყინვარების სეზონური დნობის გამო ადიდდა
- +

4 აგვისტო. 2018. 01:13

 

ნენსკრას ხეობაში, 5 ივლისს მომხდარი კატასტროფის მიზეზების შესწავლისას, სატელიტურმა მონაცემებმა აჩვენა რომ თოვლის და მყინვარების სეზონურმა დნობამ და 4 ივლისის ინტენსიურმა წვიმამ გამოიწვია მდ. ნენსკრას აუზის მდინარეების ადიდება. ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება.

 

„კატასტროფამდე და კატასტროფის შემდეგ გადაღებული სატელიტური გამოსახულებების დეტალური ანალიზისას გამოიკვეთა, რომ მდ. ნენსკრას განსაკუთრებული, კატასტროფული ადიდება გამოიწვია მის მარჯვენა შენაკად მდ. ჰოკრილას ერთ-ერთ სათავეში ახალწარმოქმნილ მყინვარულ ტბაზე განვითარებულმა მოვლენებმა რომლებიც დამატებით კვლევას საჭიროებს“, - ნათქვამია კვლევაში.

 

5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner