გადაცემაში „პრიორიტეტი" პარლამენტის წევრს, ომარ ნიშნიანიძესა და შოთა მალაშხიას შორის სტიყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ნიშნიანიძის განცხადებით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მაშინდელმა ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და სწორედ სააკაშვილის ავანტიურას შეეწირნენ ახალგაზრდები.
„რუსეთთან მოლაპარაკებები სწორედ მაგის გამო უნდა გაგრძელდეს, რომ ოკუპაცია შეჩერდეს. მალაშხიები უშველიან? 2008 წლის ომით, თქვენი ავანტიურებით ხომ დაიბრუნეთ ტერიტორიები?
ავანტიურას ვეძახი სწორედ. იმ ადამაინებს ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ ვაყენებთ თქვენი ხელისუფლების პასუხისმგბელობას. თქვენი ავანტიურის გამო დაიხოცნენ 2008-ში ბიჭები."- მიმართა ნშნიანიძემ მალაშხიას.
შოთა მალაშხიას განცხადებით რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებას აზრი არ აქვს.
„მაგისთვის თქვენ ხართ დასასჯელი და დაისჯებით, მე გარანტიას გაძლევთ"- განაცხადა ალაშხიამ ნიშნიანიძის საპასუხოდ.