სომხეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს არმენ გევორქიანს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალს მართლმსაჯულების შეფერხებაში წაუყენა.
გამოძიების მტკიცებით, 2008 წელს გევორქიანი ზეწოლას ახდენდა საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომელიც იმ პერიოდში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ოპოზიციის სარჩელს იხილავდა.
არჩევნები მაშინ სერჟ სარქისიანმა მოიგო. ოპოზიცია ხელისუფლებას შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებდა.