ავღანეთში, ქალაქ გარდეზის მეჩეთზე თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა.
80-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოში რჩება. მათ შორის 20-ზე მეტი ბავშვია. მთავრობა არ გამორიცხავს, რომ დაზარალებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმა პარასკევს მოხდა. ორი თავდამსხმელი მეჩეთში შევიდა. ერთ-ერთმა მლოცველების სიახლოვეს აიფეთქა თავი. მეორემ კი ცეცხლი გახსნა.
უსაფრთხოების ძალებმა ერთ-ერთი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახერხეს.