logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს იმედი აქვს, რომ თურქეთთან დავა უახლოეს დღეებში გადაწყდება
- +

4 აგვისტო. 2018. 13:45

 

ამერიკის შეერთებული შტატების მდივანმა მაიკ პომპეომ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთთან დავა უახლოეს დღეებში გადაწყდება. მისი თქმით, ამ საკითხზე უკვე ესაუბრა თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს.

 

„კონსტრუქციული დიალოგი მქონდა ჩემს თურქ კოლეგასთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ პასტორი ბრანსონი და სხვა დაკავებული პირები დიდი ხნის წინ უნდა გათავისუფლებულიყვნენ. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში ასეც მოხდება“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

 

შეგახსენებთ, ამერიკელი პასტორი ბრანსონი თურქეთში მთავრობამ 2016 წლის უშედეგო პუტჩის ორგანიზატორთა მხარდაჭერაში დაადანაშაულა. მან 21 თვე ციხეში გაატარა. ამჟამად შინა პატიმრობაში იმყოფება.

 

აშშ-ის ხელისუფლებამ პასტორის დაკავების გამო, თურქეთის რამდენიმე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

 

პასტორ ბრანსონთან ერთად, ვაშინგტონი თურქეთში აშშ-ის საელჩოს სამი თანამშრომლის გათავისუფლებასაც ითხოვს, რომლებიც ანალოგიური მუხლით არიან დაკავებულები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner