logo_geo
eng_logo
თელავში მამაკაცი ბაბუის დაჭრისა და ბებიის ცემის ბრალდებით დააკავეს
- +

4 აგვისტო. 2018. 23:40

 

 

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს, მის მეუღლეს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. დანაშაულში ბრალდებული მათი შვილიშვილია. მეზობლების თქმით, შემთხვევას შელაპარაკება უძღოდა.

 

გულმკერდის არეში დაჭრილი მამაკაცი და ქალი თავის არეში მიყენებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

 

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner